ნიუ იორკში, 128 წლის წინ აშენებულ პროტესტანტულ ტაძარში ხანძარი გაჩნდა
დაიმსხვრა შუშები და დაზიანდა შიდა სტრუქტურა.
ცეცხლი შაბათს დილით, ცარიელ შენობაში, ტაძრის შუაგულში გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, 4 მეხანძრე შუშის ნამსხვრევებით დაშავდა. .
სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა, ჯონ ჰოდჯინსმა თქვა, რომ მათ რეაბილიტაციას დრო დასჭირდება.
დაწყებულია გამოძიება.
ტაძრის მშენებლობა 1892 წელს დასრულდა. მას "თავისუფლების ზარი" უწოდეს, ვინაიდან სწორედ აქ არის ის ზარი, რომელიც 1776 წელს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების დროს დაირეკა.
ჯერჯერობით უცნობია, დაზიანდა თუ არა ეს ზარი ხანძრის შედეგად.
ტაძრის ტვიტერის გვერდზე წერია, რომ იმან, რაც მოხდა, მრევლს უდიდესი მწუხარება მოუტანა. .
"ეკლესია არ არის შენობა, მაგრამ შენობები მნიშვნელოვანია. ეს სახლია". - წერია ტაძრის ტვიტერის გვერდზე და მითითებულია ბმული, სადაც მსურველები ტაძრის აღდგენისთვის თანხას რიცხავენ.
ეს პროტესტანტული ტაძარი ცნობილია Black Lives Matter კამპანიის, ლგბტქ ადამიანის უფლებების მხარდაჭერით და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით.
"ეს ჩვენი ნოტრ-დამია" - უთხრა ტაძრის მრევლმა, ჯილზ ჯემინიმ ნიუ იორკ ტაიმსს და ნოტრ დამის 2019 წლის ხანძარი გაიხსენა - "მათ მსგავსად, ჩვენც აღვადგენთ ჩვენს ტაძარს".